|
2017-10-25 16:08:16, 2077 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 110 წლისაა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 110 წლისაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საიუბილეო ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა და ქვეყანაში მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გამართული ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას დაარსებიდან 110 წელი შეუსრულდა. ეს არის უდიდესი ისტორია. ლაბორატორიული კვლევები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს. დღეს ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქვეყანაში ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების დანერგვას გულისხმობს. ამ მოთხოვნებზე პასუხი კი მხოლოდ ადეკვატური ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებშია შესაძლებელი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიის კომპეტენციის ზრდის კუთხით უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებები, რის შედეგადაც, ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების დონის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, განხორციელდა ლაბორატორიის მოდერნიზება, მოხდა ახალი აღჭურვილობების შეძენა და, შესაბამისად, ახალი მეთოდების დანერგვა. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ საქართველოს ლაბორატორიას რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე უწოდა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა ლაბორატორიის 110 წლიანი საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინა. მოეწყო ფოტოარქივის გამოფენა და სხვადასხვა ეტაპზე ლაბორატორიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თანამშრომლების დაჯილდოება. აღსანიშნავია, რომ თბილისში პირველი სავეტერინარო ლაბორატორია 1907 წელს ჩამოყალიბდა, რომლის მიზანს ბორჩალოს (მარნეული) მაზრაში გავრცელებული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. თბილისის სავეტერინარო ლაბორატორია პირველი საწარმოო - სამეცნიერო დაწესებულება გახდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, სადაც არაერთი სამეცნიერო კვლევა განხორციელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოდან (DTRA), დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან (CDC) და Ch2mhill-ის საქართველოს ოფისიდან, ასევე, დარგობრივი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლაბორატორიის ძველი და მოქმედი თანამშრომლები.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)