2017-10-25 14:43:27, 2121 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მეუფე დიმიტრი მივიდა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ე.წ. მატროსოვის ციხეში „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა.
მამალაძის მოსანახულებლად ასევე დეკანოზი რევაზ სიხარულიძეა მისული.
საპატიმრო დაწესებულებაში შესვლამდე მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ მედიასთან კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
ცნობისთვის, მამა გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ითხოვდა. ეს მათ პირველი შეხვედრაა.
ავტორი: ,