|
2017-10-25 11:24:49, 932 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
აჭარის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის’’ - ფარგლებში კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებით 10-მა შშმ პირმა ისარგებლა. ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ წარმატებით დაესრულებინათ გადამზადების 200 საათიანი კურსი და დაუფლებოდნენ ბუღალტრის, ვებ– ინტერფეისის დეველოპერის და სასტუმრო სარესტორნო საქმის მწარმოებლის პროფესიულ უნარ–ჩვევებს, რაც მათ მომავალი დასაქმების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მისცემს. სასწავლო კურსები საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ახალი ტალღა’’ და შპს ,,ფეიქრიშვილი და კომპანის’’ მიერ სასწავლო სერვისების მიწოდებით განხორციელდა. ქვეპროგრამას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი’’ ახორციელებდა, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები პროფესიული უნარების შეძენის სურვილის მქონე შშმ პირების პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეძენა–ამაღლება მათ ინდივიდუალურ უნარებზე მორგებული პროფესიული სასწავლო კურსის შეთანხმებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)