09:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 10:01:46, 1881 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ტაჯიკეთის რესპუბლიკის უწყებათშორისი დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტაჯიკეთის რესპუბლიკის უწყებათშორისი დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტაჯიკეთის ოფისის ორგანიზებით განხორციელდა.

ტაჯიკეთის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.

სტუმრები ასევე ეწვივნენ თბილისის აეროპორტს, სადახლოსა და წითელი ხიდის სასაზღვრო სექტორებს და სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, სადაც საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სტანდარტების, საპასპორტო კონტროლისა და მგზავრთა შემოწმების წესების შესახებ ესაუბრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაშიც იმყოფებოდნენ. სტუმრები სასწავლო პროგრამების, მომზადებისა და გადამზადების კურსების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ, აკადემიის ბაზა დაათვალიერეს და სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს.

ვიზიტის მიზანი იყო ტაჯიკი კოლეგებისთვის საზღვრის ინტეგრირებული მართვის, მესაზღვრეთა სასწავლო პროგრამების, საზღვარზე ნარკოტიკების კონტროლისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე საქართველოს შს სამინისტროს გამოცდილების გაზიარება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
ტრამპმა ევროკავშირს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ორთვიანი ვადა მისცა
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics