01:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 17:53:17, 2233 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის მთავრობა ავტონომიის გაუქმების თაობაზე მადრიდის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

კატალონიის მთავრობა, კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ოფიციალური მადრიდის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში გაასაჩივრეს, - ამის შესახებ გენერალიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟორდი ტურულმა განაცხადა.

როგორც ტურულმა განმარტა უზენაესმა სასამართლომ ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება უნდა გააუქმოს.

ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, კატალონიის მეთაურს კარლეს პუჩდემონს შესთავაზეს, ხუთშაბათს ან პარასკევს სენატში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა ხუთშაბათს კატალონიის პარლამენტის სხდომაა დანიშნული.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის ავტონომიურ მთავრობას უფლებამოსილება ჩამოართვა. ესპანეთმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომელიც რეგიონისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics