|
2017-10-24 13:03:52, 1880 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია 25 ოქტომბერს გაიხსნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 25 ოქტომბერს, 09:30 საათზე გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები". სამდღიანი კონფერენციის 17 სექციაში განაწილებული პრეზენტაციები მრავალფეროვანია და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რესტავრაციისა და დოკუმენტების დიგიტალიზაციის სფეროებში არსებულ სიახლეებს აერთიანებს. კონფერენციაზე მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს, პოლონეთის, ლიტვის, გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ინდონეზიის, ინდოეთის არქივების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების 100-ზე მეტი წარმომადგენელი. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სამი პარალელური ღონისძიება - არქეოლოგის, პროფესორ ნოდარ ბახტაძის საინფორმაციო ხასიათის მოხსენება: „უძველესი ბაზილიკების არქეოლოგიური კვლევა ნაქალაქარ ნეკრესში"; დოკუმენტების რესტავრატორის, დალია იონინაიტეს სემინარი ეტრატის რესტავრაციის შესახებ; ლიტვის კინოცენტრის რესტავრირებული ფილმის "ბავშვები სასტუმრო „ამერიკიდან" (1991 წელი) ჩვენება. ეროვნული არქივის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)