08:44 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 14:25:51, 1755 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ტყის ხანძრებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ექსპერტი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის ექსპერტი ტყის ხანძრებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში - დიტერ პილატი ეწვია. ექსპერტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტი, ასევე, შეხვდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ სირაძეს. სტუმარმა თბილისსა და რეგიონებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დანაყოფები დაათვალიერა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ევროკავშირის ექსპერტმა ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორიებიც მოინახულა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.

დიტერ პილატის ვიზიტის მიზანი იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჭიროებების შეფასება, როგორც ორგანიზაციული მოწყობისა და საკანონმდებლო ბაზის მიმართულებით, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის, მეხანძრე-მაშველთა კვალიფიკაციის ამაღლების და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.

ევროკავშირის ექსპერტის რეკომენდაციები საქართველოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უნიფიკაციის, სტანდარტიზაციისა და მოდერნიზაციის გეგმისა და განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავებაში დაეხმარება.

ტყის ხანძრებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ვიზიტი საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების შესრულების ხელშეწყობის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics