2017-10-23 13:17:10, 1964 ნახვა
საზოგადოება
საჩხერის „ჩიხურას“ მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა
საჩხერის „ჩიხურას“ კუთვნილი მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიაში მოყვა.
შემთხვევა ხაშურთან ახლოს მოხდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა..
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ,