16:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-03 10:29:13, 323 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის შიდა საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა მინი-ფეხბურთში. აღნიშნული ტურნირი 2005 წლიდან ტარდება. წელს მასში ექვსი გუნდი მონაწილეობდა.

საფეხბურთო გუნდები ძირითადად დაკომპლექტებული იყო ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებით. შეჯიბრს ესწრებოდნენ სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ბონდო ოჩიგავა და დირექტორის მოადგილეები: ალექსანდრე მაისურაძე, ნიკოლოზ აფციაური, ნუკრი ლოლაძე, ასევე დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები.

ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მესამე სამმართველოს მეორე განყოფილების და მეორე სამმართველოს მეორე განყოფილების გუნდები. დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვებული გახდა მესამე სამმართველოს გუნდი, რომელსაც დეპარტამენტის შიდა საფეხბურთო ტურნირის ჩამოყალიბების 10 წლის თავზე, ზედიზედ მეორედ გადაეცა გარდამავალი თასი. მასთანავე, გამოვლინდნენ საპრიზო ნომინაციებში გამარჯვებულები: საუკეთესო მეკარის ტიტული მიიღო და შესაბამისი თასით დაჯილდოვდა ნიკოლოზ გელაშვილი, საუკეთესო თავდამსხმელის ნომინაცია ერგო გიორგი შუკვანს, ხოლო საუკეთესო მცველის სტატუსი მიენიჭა დათა წულაიას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტული ტურნირები ყოველწლიურად იმართება. აღნიშნული სახის სპორტული ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყონ უწყების თანამშრომელთა და ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics