04:39 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 11:44:47, 2285 ნახვა

მსოფლიო
ნიგერიაში ტერორისტულ თავდასხმას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიგერიის ქალაქ მაიდუგურში 3 თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ VOANEWS იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების დროს კიდევ 20-მდე ადამიანი დაშავდა. 

მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აფეთქება დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" წევრებმა მოაწყეს.

მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო.

ცნობისთვის, აპრილის თვიდან ამ დრომდე დაჯგუფების ქმედებების გამო 223 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics