14:16 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 15:37:29, 2070 ნახვა

პოლიტიკა
წინასწარი შედეგებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში, „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს.

კერძოდ, თბილისში, წინასწარი შედეგებით, 737-ე უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 51,13%-ით ლიდერობს;

რუსთავში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ, ყველა უბნის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 53.4% მიიღო;  

ფოთში მმართველი პარტიის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ ხმათა 55,14% მოაგროვა;

ბათუმში „ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე 55,95%-ით ლიდერობს.

რაც შეეხება ქუთაისს, 124 უბნიდან 121 უბნის მონაცემების მიხედვით, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ვინაიდან, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმათა 48,61% აქვს მიღებული. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (27.5%).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics