14:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 20:50:51, 1893 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე: ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით, ეს სულისკვეთება საარჩევნო კამპანიის დროს იგრძნობოდა

კახა კალაძემ საარჩევნო დღის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს და გუნდს მადლობა უხდის და აღნიშნავს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. 

„ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა, პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დათვლის ხმებს და ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები. თუმცა, ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, როცა მთელი საარჩევნო კამპანიის პროცესში გვქონდა შეხვედრები. ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში. იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა“, - აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი.

მისი თქმით, ერთიანი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ დედაქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდეს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ხვალ იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, ეკოლოგიურად სუფთა. სადაც ტრანსპორტი იქნება განახლებული, ინფრასტრუქტურა იქნება კეთილმოწყობილი. ასევე ვიზრუნებთ ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე. ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

თბილისის მერობის კანდიდატმა თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად მადლობა გადაუხადა ოპონენტებსაც, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიაში.

„ეს ძალიან დიდი, თავდაუზოგავი შრომა იყო, თუმცა უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი და უფრო მეტი შრომა მოგვიწევს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელსაც სჭირდება მოგვარება, შესაბამისად, ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე იმ პრობლემებზე, იმ ტკივილზე და რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics