|
2017-10-21 19:44:54, 1777 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი: საარჩევნო ყუთის გატანის დროს დაკარგული ბიულეტინები ე.წ. სომხური კარუსელების უზრუნველყოფისთვის გამოიყენება
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან აპელირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები მთელი დღის განმავლობაში ახდენდნენ ამომრჩევლის აღრიცხვას და გამარჯვებისთვის მათი პირადი ინფორმაციის გამოყენებას. როგორც ბეჟაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანაშაულებრივი გულგრილობით შეუწყო ხელი ტოტალური კონტროლის განხორციელებას. „ჩვენ მთელი დღის განმავლობაში მოწმენი გავხდით ამომრჩეველზე ტოტალური ზეწოლის და უპრეცედენტო კონტროლის ქვეშ არჩევნების ჩატარების. ვნახეთ რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან აპელირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები მთელი დღის განმავლობაში ახდენენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას და ამ პირად ინფორმაციებს იყენებდნენ რომ მოეხდინათ ამომრჩეველზე ზეწოლა. ფაქტია ცესკომ მთელი დღე გაატარა ისე რომ დანაშაულებრივი გულგრილობით ფაქტიურად ხელი შეუწყო ამ ტოტალური კონტროლის განხორციელებას. არ შეიძლება ამას ობიექტური და სამართლიანი არჩევნების ინტერპრეტაცია მიეცეს. ამავდროულად არის კონკრეტული დარღვევები, რომელიც ამ წუთას კვლავ ხორციელდება საარჩევნო უბნებში. ყველაზე აშკარა და უხეში დარღვევა დაფიქსირდა სულ რამდენიმე წუთის წინ. ეს არის ბოლნისის საარჩევნო ოლქში მე-17 უბანზე. ჩვენი საუბნო კომისიის წევრების და სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ აღკვეთილი იქნა დიდი რაოდენობით ბუილეტენების ჩაყრის ფაქტი. გარდა ამისა, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე, ვაზისუბნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ჩალაბაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, სადამკვირვებლო ბეიჯით ატარებს შემოვლას საუბნო საარჩევნო კომისიებში და ახდებს ადმინისტრაციული რესურსზე ზეწოლის განხორციელებას და მობილიზებას. ამ წუთას ეს ადამიანი იმყოფება მესამოცე უბანზე და იქ ალაგებს სიტუაციას. გარდა ამისა, საბურთალოს ნომერ მესამე საარჩევნო ოლქში 86-ე უბანზე მეცამეტე უბნის მსგავსად გადასატანი საარჩევნო ყუთის შემდგე, აღმოჩნდა რომ დაკარგულია პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები, რაც ასაბუთებს გონივრულ ეჭვს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის გატანის დროს დაკარგული ბიულეტინები გამოიყენება სწორედ ე.წ. სომხური კარუსელების უზრუნველყოფის მიზნით“,-განაცხადა ბეჟაშვილმა. მისივე ინფორმაციით, თელავში ერთ-ერთ უბანზე ქალბატონი ახდენდა ამომრჩეველზე ზეწოლას. მისივე თქმით, ეს ქალბატონი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი აღმოჩნდა. „ამასთან, თელავში მომხდარი ამბავი მინდა მოგაწოდოთ. თელავში ერთ-ერთ უბანში ქალბატონი ახდენდა ზეწოლას ამომრჩეველზე, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ეს ქალბატონი. ეს ქალბატონი გახლავთ შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დოდო ხუროშვილი. ესეც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსს იყენებენ“,-დასძინა მან.
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)