07:37 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 18:44:10, 2016 ნახვა

საზოგადოება
პარტიების ძალთა რადიკალურმა სხვაობამ არჩევნების პროცესს აზარტი მოაკლო (NS)

სააგენტო "პირველის" ეთერში ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილეს. პოლიტიკოსის განცხადებით, პარტიებს შორის ძალთა სხვაობამ არჩევნების პროცესს აზარტი მოაკლო.

„სპორტულ შეჯიბრებაში მეტოქეები შესაძლებლობით, თუ თანასწორნი არიან მაშინ ბრძოლას აქვს აზრი და არჩევნების შემთხვევაშიც დღეს ასეა. მეტოქეებს შორის იმდენად დიდია სხვაობა, რომ ამან აზარტი მოაკლო პროცესს. არჩევნებს აზარტი სჭირდება. დღევანდელი ოპოზიცია შთაბეჭდილებას ვერ ახდენს ამომრჩეველზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს პარტიული კრიზისი გვაქვს. პარტიების დაფინანსებაში სხვაობა ლოგიკურია. როდესაც პარტიები წამოიწევიან და მოსახლეობის ნდობა თანაბრად გადანაწილდება ლიდერებსა და ოპოზიციურ პარტიებზე, შემდეგ თუ მოხდა ასეთი მაღალი სხვაობა დაფინანსებაში მერე ალბათ, უფრო სერიოზული რეაქციის საფუძველი გვექნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

საყვარელიძის განცხადებით, პარტიების წინა საარჩევნოდ გააქტიურება გამოიწვია იმან, რომ მათი რეიტინგები დაეცა.

დისკუსიები "თავისუფალი პლატფორმის" ინიციატივით დ აორგანზიბეით იმართება. „თავისუფალ პლატფორმაში“ რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ორგანიზაციის წარმოამდგენლები ამომრჩეველს არჩევნების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშებს "პირველში" გამართული ბრიფინგების საშუალებით აწვდიან. „თავისუფალ პლატფორმაში“ გაწევრიანებული ორგანიზაციების დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics