07:37 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 18:37:53, 1824 ნახვა

საზოგადოება
„თავისუფალი პლატფორმის“ საგანგებო განცხადება 17:00 საათამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე

არჩევნებზე 12:00 დან 17:00 საათის შუალედში დაფიქსირებულ დარღვევებზე „თავისუფალი პლატფორმის“ წევრი ორგანიზაცია „ვაკვირდების“ ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც „პირველის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მირზოევმა განაცხადა, დარღვევები, რამდენიმე სახით დაფიქსირდა.

„თბილისში, საბურთალოს ოლქის #13 უბანზე კომისიის წევრები, რომლებიც თან ახლდნენ გადასატან ყუთს, ერთი გამოუყენებელი ბიულეტენი დაკარგეს. საბურთალოს #43 უბანზე იყო დარღვეული გადასატანი ყუთის ბეჭდის მთლიანობა, ასევე სამგორის და საბურთალოს ოლქებში არასწორად იყო აღქმული ცესკოს ინსტრუქციები, 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტიურობის დამატებითი აღნიშვნის შესახებ (საბურთალო #37 და სამგორი #7), რაზეც მოხდა ცესკოს ინფორმირება, და შემდეგ კომისიებთან ვითარების გარკვევა ჩვენ მივიღეთ არაერთი შეტყობინება, მათ შორის ჩვენი დამკვირვებლებისგან, იმის სესახებ, რომ საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს ამომრჩეველტა მონაცემების გადამოწმება, რის სესახებ არაერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა და მედიასაშულებებმა შეაფასეს როგორც კანონდარღვევად. მიგვაჩნია რომ აღნიშნული ქმედებები არ მოიცავს რაიმე ტიპის დარღვევას, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები არის საჯარო ინფორმაცია, მთავარია ამ შემთხვევაში არ მოხდეს საარცევნო ადმინისტრაციის წევრტა მუსაობის ხელსეშლა და ამომრცევლების ტავისუფალ და გააზრებულ არჩევანზე გავლენა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე მირზოევმა.

„თავისუფალ პლატფორმაში“ რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ორგანიზაციის წარმოამდგენლები ამომრჩეველს არჩევნების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშებს „პირველში“ გამართული ბრიფინგების საშუალებით აწვდიან. „თავისუფალ პლატფორმაში“ გაწევრიანებული ორგანიზაციების დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics