06:30 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 11:27:24, 1937 ნახვა

საზოგადოება
ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდის 6-ე უბანი ამომრჩევლებისთვის 7 წუთის დაგვიანებით გაიხსნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის 6-ე უბანი ამომრჩევლებისთვის 7 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.

როგორც ცესკო-ს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი არის რეგისტრირებული აღნიშნულ საარჩევნო უბანზე და  საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, მონაცემების ჩანაწერთა წიგნში შეტანას გარკვეული დრო დასჭირდა:

„ეს უბანი გაიხსნა 7 წუთის დაგვიანებით ამომრჩევლებისთვის. დილით იყო გახსნილი 7 საათზე, თუმცა კენჭისყრისწინა პროცედურები 7 წუთის დაგვიანებით დასრულდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის რეგისტრირებული ამ საარჩევნო უბანზე, შესაბამისად, საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მედიის მხრიდან, ასევე დამკვირვებლების მხრიდან   და მთელი მონაცემების შეტანას ჩანაწერთა წიგნში ესაჭიროებოდა გარკვეული დრო, ეს გახდა 7 წუთით დაგვიანების მიზეზი“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics