13:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 10:10:15, 2011 ნახვა

პოლიტიკა
„ქალაქში სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს“ - კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა N64 საარჩევნო უბანზე, დილის ათ საათზე მისცა. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქალაქი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი მოწესრიგებული, არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება და იგრძნობოდეს სიცოცხლე:

„მე გავაკეთე არჩევანი, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება, ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე,  ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით სავსე, კულტურით სავსე, მჯერა, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ“,-განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics