|
2015-05-02 11:02:02, 487 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ქედაში მოხალისე-მაშველთა ჯგუფები მოამზადა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ასოციაცია შავი ზღვის ეკო აკადემიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამთან“ პარტნიორობით, მოხალისე-მაშველეთა ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლება განახორციელეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება პროექტის - „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში დაიგეგმა და ევროკომისიის დაფინანსებით განხორციელდა. უწყების ცნობით, სწავლების მიზანია, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მოხალისე-მაშველეთა ჯგუფების შექმნა, მათი მხარდაჭერა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობა, რისკების სწორად შეფასება და საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი რეაგირების უნარ-ჩვევების განვითარება. აღნიშნული აქტივობა დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაიუმჯობესონ ორგანიზაციული და ტექნიკური უნარები, რათა დაიცვან საცხოვრებელი გარემო ბუნებრივი კატასროფებისაგან. ღონისძიების ფარგლებში მოხალისე-მაშველებმა ისწავლეს რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილება და დაზარალებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დაგეგმილია აჭარის 3 მუნიციპალიტეტში - ქედა, ხულო, შუახევი. სწავლებებს არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)