|
2017-10-20 16:04:56, 2089 ნახვა
პოლიტიკა
დავით უთმელიძემ ახალი მეტროსადგური და გოძიაშვილის ბაღი მოინახულა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ ახლადგახსნილი მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ მოინახულა. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეტროსადგური საბურთალოს მცხოვრებთათვის, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე აღინიშნება ტრანსპორტის დიდი ნაკადი. ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ შეუფერხებლად და დროულად მივიდნენ უნივერსიტეტამდე. ამ სადგურის მშენებლობა წლების მანძილზე შეჩერებული იყო, 2015 წლიდან კი დაიწყო მისი აღდგენითი სამუშაოები და დღეს გვაქვს უმაღლესი სტანდარტების, თანამედროვე მეტროსადგური, რომელიც დღეში, დამატებით, 15 000 ადამიანს მოემსახურება“, - განაცხადა უთმელიძემ. მეტროსადგურის შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატმა ე.წ. “წითელი ბაღი“ მოინახულა და იქ შეკრებილ მოქალაქეებს ამ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „სულ მალე საბურთალოს ექნება უმაღლესი სტანდარტების, კეთილმოწყობილი პარკი, რომელიც აღჭურვილი იქნება მედიათეკებით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნა დავით უთმელიძემ.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)