|
2017-10-19 20:49:32, 1708 ნახვა
კომენტარი
კობახიძე პრეზიდენტზე: ეს იყო ჩიხში შესული ადამიანის ბრიფინგი - მიზანი იყო წინასაარჩევნო განცხადების გაკეთება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგი, სადაც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ახალ კონსტიტუციას ხელს მოაწერს, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. როგორც კობახიძემ განმარტა, პრეზიდენტმა ბრიფინგი გამოიყენა იმისთვის, რომ წინასაარჩევნო განცხადება გაეკეთებინა და "მოსახლეობას ოპოზიციის მხარდაჭრისკენ მოუწოდა". „აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის ბრიფინგის შინაარსი, რომელიც დღეს მოაწყო საქართველოს პრეზიდენტმა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვეტოს გადალახვის შემდეგ კონსტიტუციის ხელმოწერა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო. პრეზიდენტს მარტივად რომ მოეწერა ხელი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გადალახა ვეტო, ეს იქნებოდა აბსოლუტურად გასაგები მოვლენა, თუმცა პრეზიდენტმა ამას მიუძღვნა საგანგებო ბრიფინგი, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი. რეალურად ამ ბრიფინგის მიზანი არ იყო კონსტიტუციაზე საუბარი, მიზანი იყო წინასაარჩევნო განცხადების გაკეთება. ამ ხელმოწერით პრეზიდენტმა ერთის მხრივ აღიარა, რომ ეს მართლა არის ძალიან ხარისხიანი კონსტიტუცია, მაგრამ მეორეს მხრივ მან გააკეთა ძალიან ცხადი პოლიტიკური განცხადება. სხვათა შორის, მან იგივე გააკეთა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო ნამდვილი ომი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მაშინაც განაცხადა, რომ ხმას აძლევდა მრავალპარტიულ პარლამენტს და ეს იყო პირდაპირ მოწოდება ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის ხმას არ ჰქონდა შესაბამისი წონა, იმისათვის რომ ოპოზიციას მიეღო უფრო მაღალი შედეგი და საბოლოო ჯამში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ამით გაგრძელდა შეუქცევადი დემოკრატიული პროცესი. დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად არადემოკრატიული კონსტიტუცია მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ფონზე მან მოუწოდა ამომრჩეველს დემოკრატიის დაცვისა და საარჩევნო აქტიურობისკენ, ანუ იყო ნეგატიური შეფასება „ქართული ოცნების“ და ამ ფონზე მოუწოდა მარგველაშვილმა საზოგადოებას აქტიურობისკენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ეს იყო ჩიხში შესული ადამიანის ბრიფინგი". "პრეზიდენტი არის სამართლებრივ და ადამიანურ ჩიხში შესული, მას შემდეგ რაც დასრულდა საკონსტიტუციო განხილვები. ეს იყო ჩიხიდან ჩატარებული ბრიფინგი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვიხარია პრეზიდენტის ასეთ ვითარებაში ყოფნა მითუმეტეს, რომ ის ჩვენი პარტიის მიერ იყო წარდგენილი პრეზიდენტობაზე. ის არის ოპოზიციის პრეზიდენტი და მან ჩაატარა დღევანდელი ბრიფინგი საარჩევნო განცხადების გასაკეთებლად", - აღნიშნა მან.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)