12:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 19:25:00, 1677 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი პოლიტიკურ მოქმედებებში არათანმიმდევრული იყო

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, რომ ხელს მოაწერს ახალ კონსტიტუციას, არაფერი დრამატული არ არის. თუმცა, ამავე დროს, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი თავის მოქმედებებში არათანმიმდევრული იყო.

ხუხაშვილის განმარტებით, არაფერი შეიცვლებოდა იმით, მოაწერდა თუ არა ხელს პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციას. მაგრამ ხუხაშვილის აზრით, თუ პირველ ეტაპზე გიორგი მარგველაშვილი   მოეთათბირა პარტიებს და მათთან შეთანხმებული ვეტოს ტექსტი შეიტანა პარლამენტში, შემდგომ ეტაპზეც პოლიტიკური ნაბიჯები შეთანხმებული უნდა ყოფილიყო:

„ერთია პოლიტიკური კონტექსტი და მეორეა სახელმწიფოებრივი კონტექსტი.პოლიტიკური კონტექსტით არ იყო თანმიმდევრული, რადგან მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის ახდენდა დემონსტრირებას იმისა, რომ  წინააღდმეგი იყო კონსტიტუციის ამ სახით მიღების და არ იყო მზად, რომ პასუხისმგებლობა აეღო, თუნდაც ასეთი პასუხისმგებლობა კონსტიტუციაზე.ეს იყო პოლიტიკური კონტექსტი. რაც შეეხება სახელმწიფოებრივ კონტექსტს, გასაგებია, რომ ტექნიკურად  პრეზიდენტი მოაწერდა, თუ არ მოაწერდა ხელს კონსტიტუციაზე, ის მაინც იქნებოდა მიღებული, ბოლო ეტაპზე პრეზიდენტმა უარი თქვა პოლიტიკურ მოტივებზე და ხელი მოაწერა. მეც რაღაც უკმარისობის გრძნობა მიჩნდება, რადგან პროცესში მას ეჭირა ერთი ხაზი და პროცესის ბოლო ეტაპზე მან, ფაქტობრივად,  გადადგა ნაბიჯი, რომელიც ამ პროცესების ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო. მან ისაუბრა არასტაბილურობის შესაძლებლობაზე, სახელმწიფო ინტერესებზე. სიმართლე გითხრათ, ცოტა ვერ გავიგე, რა არასტაბილურობა შეიძლებოდა მოყოლოდა ამას, არაფერი ისეთი განცდა  არ მქონდა, ჩვეულებრივად მოაწერდა პარლამენტის თავმჯდომარე ხელს და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, არ ვფიქრობ, რომ  რაიმე ტიპის კრიზისი შეიქმნებოდა ამ შემთხვევაში.  ასე რომ, ვფიქრობ, პრეზიდენტი არ იყო თანმიმდევრული ამ ყველაფერში. მას თუ უნდოდა რეალურად სახელმწიფოებრივი კონსესუსის მიღწევა, მაშინ თავიდანვე, წინა ეტაპზე,  არ უნდა დაეკავშირებინა თავისი ბედი პარტიების საერთო გადაწყვეტილებასთან და სამწუხაროდ, ეს ასე გამოჩნდა  ბოლოს, როცა მოეთათბირა პარტიებს და მათთან შეთანხმებული ვეტოს ტექსტი შეიტანა. თუ შენ  პოლიტიკურ ნაბიჯებს უთანხმებ ვიღაცას და ამის დემონსტრირებას  ახდენ ერთ ეტაპზე, შემდგომ ეტაპზეც იგივენაირად  უნდა გააკეთო. ამ ეტაპზე ის,  როგორც ჩანს, აღარავის მოეთათბირა და თვითონ მიიღო გადაწყვეტილება.  შესაბამისად, ის არ იყო თანმიმდევრული  ამ პოლიტიკურ მოქმედებებში  და კითხვებს ბადებს, თუმცა  საბოლოო ჯამში არაფერი დრამატული არ ხდება“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციას ხელს აწერს. ამის შესახებ  დღეს ავლაბრის რეზიდენციაში სპეციალურ ბრიფინგზე  გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილის  თქმით, ეს არ არის ის დოკუმენტი, რომლის მიღებასაც ისურვებდა, თუმცა  სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მზადაა, მას ხელი მოაწეროს.

„როგორც მოგეხსენებთ, ერთი წლის წინ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილების პროექტი. პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ და საზოგადოებამ ეს კარგად იცის, რომ ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის  მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. იმას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ, ამ საკითხში ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში "ქართული ოცნება" ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო, ის რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გადაიდგას ყველა ნაბიჯი, იმისათვის რომ იყოს, თავიდან აცილებული დესტაბილიზაციის შესაძლო მცდელობა სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს. მთელ ამ პროცესში გვსურდა, რომ ევროპული სტანდარტი დაგვემკვიდრებინა. იყო მეორე სტანდარტიც - "ქართული ოცნების", რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა, ის როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. ჩემი ნაბიჯით მინდა განხილულ იქნას როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე შესაძლოა პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან გამომდინარე და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს მინდა მოუწოდა საზოგადოებას, რომ უფრო გააქტიურდეს, გახდეს უფრო ძლიერი, მუშა და დემოკრატიული პროცესების განვითარების ნაწილი. ჩვენ შევქმნით უფრო ეფექტურ დემოკრატიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე პრეზიდენტის ვეტო  13 ოქტომბერს დაძლია და დოკუმენტი ხელმოსაწერად კვლავ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics