|
2015-05-01 18:26:28, 366 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის 50-მდე ექსპონატი გამოიფინება
2 მაისს, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის 50-მდე ექსპონატი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამოიფინება. ღონისძიება „ქუთაისობა 2015-ის“ ფარგლებში გაიმართება. მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მესხიშვილის თეატრი და "არტ-ლიგა". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები, რომელიც საუკუნისწინანდელი ქუთაისშია გადაღებული, მათ შორის არის 1910-იან წლებში გამართული გვირილობის დღესასაწაულის ამსახველი ფოტო. ნიკოლოზ საღარაძე 1877 წლის 1 მაისს დაიბადა დაბა ხონში, 1898 წლიდან სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფოტოგრაფიით 12 წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც მამინაცვალს მისი სიძის, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გაჰყვა. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ გიმნაზიაში სწავლა შეწყვიტა, გახდა მიხაილოვის მოწაფე, შემდეგ კი - თანაშემწე. ქუთაისში, ვორონცოვის ქუჩაზე მდებარე „ცენტრალურ ატელიეში“ ის 1930-იან წლებამდე მოღვაწეობდა. თავისი მასწავლებლების მსგავსად, საღარაძეც, ძირითადად, სტუდიური ფოტოგრაფიით იყო დაკავებული. მისი ატელიე ქუთაისის რიგით მცხოვრებლებს ემსახურებოდა, თუმცა, პარალელურად, საღარაძე გამოჩენილ საზოგადო და კულტურის მოღვაწეებს იღებდა. 1947 წელს ნიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში ათწლეულების განმავლობაში შექმნილი ფოტოარქივი - 150-მდე მინის ნეგატივი და 15 ფოტოალბომი - არქივს საჩუქრად თავად გადასცა. დღეისათვის რთული დასადგენია, ატელიეს ფოტოგრაფთაგან რომელია კონკრეტული ფოტოს ავტორი: ალექსანდრე მიხაილოვი, ნიკოლოზ საღარაძე თუ მელქონ კაჩუხაშვილი. გამოფენა პირველად გასულ წელს თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა. ქუთაისში საღარაძის კოლექციის ფოტოები პირველად გამოიფინება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)