23:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 11:51:19, 2070 ნახვა

მსოფლიო
კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, თუ ესპანეთი მას ავტონომიას გაუუქმებს - ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება

თუ ოფიციალური მადრიდი ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომელიც კატალონიისთვის ავტონომიური რეგიონის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს, ბარსელონა დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მადრიდის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.

მანამდე ესპანეთის ვიცე-პრემიერმა სორაია საენს დე სანტამარიამ განაცხადა, რომ თუ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი დამოუკიდებლობის შესახებ განცხადების გაკეთების იდეას არ დაივიწყებს, ესპანეთის ხელისუფლება კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics