12:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 11:52:15, 1868 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი გალერი: ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისათვის

ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციაში აისახება.

როგორც ევროპარლამენტარმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან განუცხადა,  ევროპარლამენტი ეყრდნობა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პრინციპს, რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უფლება შეუერთდეს ევროკავშირს. 

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და აღიარებისთვის, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეკომენდაციებში, ჩვენ ასევე მივუთითებთ 49-ე მუხლზე, რომ ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის არსებობს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა გალერმა.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპალამენტარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „საქართველოს მეგობართა ჯგუფი" წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების ძლიერ ხმას ევროპარლამენტში. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ დოკუმენტში არსებული ცალკეული ინიციატივები ხელს შეუწყობს როგორც სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირთან, ასევე ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ისევე როგორც ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარი საქართველოში მიიწვია.

მიხელ ჯანელიძე ბრიუსელს 2017 წლის  18-19 ოქტომბერს ვიზიტით სტუმრობს. იგი შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics