23:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 11:04:56, 2233 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახური: ტერორისტებს 11 სექტემბრის გამეორება უნდათ

ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ელეინ დიუკმის განცხადებით, ტერორისტებს 11 სექტემბრის მსგავსი თავდასხმის მოწყობა უნდათ. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. 

როგორც დიუკმა აღნიშნა, ტერორისტებს თვითმფრინავის ჩამოგდება აქვთ დაგეგმილი და დასძინა, რომ სადაზვერვო სამსახურები შესაბამის ინფორმაციას ფლობენ. 

მისივე თქმით, ახლა „ისლამურ სახელმწიფოში“ გარდამავალი პერიოდია. დიუკის განმარტებით, მანამდე ჯიჰადისტები ფინანსებს ზოგავდნენ და სწორედ ამიტომ, მათი თავდასხმები ძირითადად ავტომობილებით ხალხში შევარდნით ხორციელდებოდა. ტერორისტები ფინანსებს და დამატებით ძალებს ელოდებიან. 

"მნიშვნელობა არ აქვს იქნებიან ეს ISIS-ის წევრები, თუ სხვა ტერორისტული დაჯგუფების წევრები. ფაქტი ისაა, რომ მათ 11 სექტემბერის გამეორების გეგმა აქვთ", - განაცხადა დიუკმა. 

შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში „ალ-კაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 სამგზავრო თვითმფინავი დაიკავეს, 2 მათგანი ნიუ-იორკში სავაჭრო ცენტრის შენობებს დაეჯახა, ერთი პენტაგონს, ერთი კი სავარაუდოდ თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმისკენ იყო მიმართული, რომელმაც მიზანს ვერ მიაღწია. ტერაქტის შედეგად 2977 ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics