06:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 20:05:34, 1791 ნახვა

კომენტარი
ლაიმა ანდრიკიენე: ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებზე ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებლის, ევროპარლამენტარ ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით, ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბრიუსელში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგომ განაცხადა.

მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შთამბეჭდავ მიღწევებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე

„როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუსმენდი, ბედნიერი ვიყავი იმ წარმატებული შედეგებით, რისი მიღწევაც საქართველომ შეძლო. ჩვენის მხრიდან შევეცდებით, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს" - განაცხადა ლაიმა ანდრიკიენესმა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, სწორედ აღნიშნული ევროპარლამენტარია ინიციატორი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაციების, რომელსაც კენჭი უყარა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა და რომლის განხილვაც ევროპარლამენტის სესიაზე უახლოეს პერიოდში მოხდება.

ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობამ" უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები საქართველოსთვის, როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თუმცა ევროპარლამენტი მხარს უჭერს მეტი შესაძლებლობების გახსნას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობამ უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - ესაა ასოცირების შეთანხმება, DCFTA და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თუმცა ჩვენ ვიყურებით წინ და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტმა უნდა მისცეს ახალი დინამიზმი თანამშრომლობას და მოგვცეს მომავლის პოლიტიკური ხედვა", - განაცხადა ევროპარლამეტარმა. 

მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის ცალკეულ ინიციატივებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ასევე აისახა ევროპარლამენტის რეკომენდაციებში „აღმოსავლეთ პარტნიორობა +"-ის სახით და განაცხადა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები, რაც წარმოდგენილია რეკომენდაციებში, ხელს შეუწყობს ასოცირებული ქვეყნების მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთ იმპლემენტაციას. „ისეთი ქვეყანისთვის, როგორიც საქართველოა, ყველა შედეგის მიღწევა სწრაფად მოხდება", - დასძინა ევროპარლამენტარმა.

საქართველოს ვიცე-პრეიმერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics