|
2017-10-18 17:35:53, 1823 ნახვა
კომენტარი
სანდრა კალიენტე - საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ტემპი, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა
ჩემი სურვილია საქართველომ სტაბილურად განაგრძოს წინსვლა და შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა სანდრა კალიენტემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სანდრა კალიენტე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ანგარიშის დამტკიცებას გამოეხმაურა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტის მიზნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს განსაზღვრავს. „რეკომენდაციების მიხედვით, პარლამენტი უფრო შორს მიდის, ვიდრე საბჭო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოლიტიკური ნება. რა თქმა უნდა, წინადადებები პარტნიორობისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ასევე შენგენის ზონაში გაწევრიანების შესახებ დამოკიდებულია საბჭოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მთავარია, რომ სამივე ევროპულ ინსტიტუტს: საბჭოს, პარლამენტსა და კომისიას შორის რეგულარული კონსულტაციები მიმდინარეობს. ამასთან, პარლამენტის მიერ მომზადებულ წინადადებებს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ იმპლემენტაციის პროცესი დაიწყოს. როდესაც არსებობს მზაობა, შესაძლებლობაც სწორედ მაშინ ჩნდება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა", - განაცხადა სანდრა კალიენტემ. ვიცე-პრეზიდენტმა EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს, კიევში გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრაზე დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით, ასოცირებული ქვეყნებისთვის. „ეს იქნება განსაკუთრებული ფორმატის დიალოგი, რომელსაც ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნებს ვთავაზობთ" - აღნიშნა სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა. როგორც სანდრა კალიენტემ აღნიშნა, საქართველომ, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ ღირებულებებს მიაქციოს, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობა, მედიის თავისუფლება და ა.შ. „დემოკრატია განსხვავებული მოსაზრებებისგან შედგება და პოლიტიკური სიმწიფე სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შესძლებენ ხელისუფლებაში მყოფი პირები განსხვავებულ აზრებს შორის ბალანსის პოვნას", - განაცხადა კალიენტემ. საქართველოს ვიცე-პრემეირი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელს 18-19 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, რა დროსაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მინისტრის მოხსენება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)