06:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 17:32:32, 1914 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი, დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა

სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი, არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა, -  ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ე.წ. „კიბოს რეგისტრის“ დანერგვამდე, საქართველოში წელიწადში დაავადების  7.000-მდე შემთხვევა აღირიცხებოდა, რეალურად კი, 12.000 შემთხვევა იყო, რომელთა რეგისტრაციაც არ ხდებოდა.

 „ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა პრობლემების მიჩქმალვა, პირიქით - რეალური ამოცნობები ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წელს ჩვენ შევცვალეთ სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა და დავნერგეთ თანამედროვე - ე.წ. „კიბოს რეგისტრი“. თუ იქამდე წელიწადში აღირიცხებოდა 7.000-მდე შემთხვევა, ჩვენ ყოველ წელს მოგვდიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეტყობინება, რომ  მონაცემები ბევრი კომპონენტის მიხედვით, არარეალური იყო და სინამდვილეში წელიწადში 12.000-ს უტოლდებოდა. კიბოს რეგისტრის დანერგვამ იმ წელსვე აჩვენა თითქმის 11.000 შემთხვევა, ანუ ჩვენი ამოცნობის და რეგისტრაციის სისტემა დაზუსტდა და მიუახლოვდა რეალურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო არა 7.000 არამედ, სამწუხაროდ, 12.000 შემთხვევა, რომელთა რეგისტრაცია არ ხდებოდა. სიკვდილის დაუზუსტებელი მიზეზების ნაწილი იყო ძალიან დიდი, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა. აი, ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, რომ რეალურად გაიზარდა კიბოს შემთხვევები. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა - ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ იგივე, მაგალითად, ეკოლოგიის მიმართულებით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics