|
2017-10-18 17:06:54, 2237 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო: ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო მინისტრის“ იტალიაში „ვიზიტს“ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იტალიაში უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დე-ფაქტო მინისტრის იტალიაში "ვიზიტს". როგორც უწყებაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. "ამის თაობაზე არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებია იტალიის ხელისუფლებას. მათი მხრიდან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა თვალნათელია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. რაც შეეხება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნას იტალიაში, ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს. ეს არის რუსეთის უკანონო მცდელობის გაგრძელება საოკუპაციო რეჟიმის რაიმე ფორმით ლეგიტომაციის მიზნით", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი "ოფიციალური ვიზიტით" იტალიაში იმყოფება.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)