|
2017-10-18 13:24:13, 1943 ნახვა
სამართალი
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის და თანასწორობის მდგომარეობა - ომბუდსმენის ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის“ შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ანგარიში მომზადდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ანგარიშში განხილულია ცალკეული დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ თემის წარმომადგენლების და რელიგიური უმცირესობების თანასწორობის მდგომარეობა. ანგარიში ასევე მიმოიხილავს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საკითხს, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, გაცემული რეკომენდაციებისა და ზოგადი წინადადებების შესრულების ტენდენციას. ანგარიშის თანახმად, 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 201 საქმე განიხილა. „წინა საანგარიშო პერიოდში კი სულ 113 განცხადება იყო განხილული. საანგარიშო პერიოდში გამოიცა 11 რეკომენდაცია და 11 ზოგადი წინადადება, გასულ წელს კი 12 რეკომენდაცია და 4 ზოგადი წინადადება იქნა შემუშავებული. ამასთან, წარდგენილი იქნა 4 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. საქმის წარმოება შეწყდა 99 საქმეზე, წინა საანგარიშო პერიოდში კი ასეთი 41 საქმე იყო. მოცემულ პერიოდში 1, წინა საანგარიშო პერიოდში კი, 19 საქმე იქნა დაუშვებლად ცნობილი. სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი განსხვავებული მოსაზრების (12%), სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (11%), რელიგიის (10%) და პოლიტიკური შეხედულების (9%) საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება. ასევე აქტუალურია მომართვიანობა შეზღუდული შესაძლებლობის (9%), ეთნიკური წარმომავლობის (7%), სქესის (6%), ასაკის (4%) და მოქალაქეობის (4%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ. შემოსული განცხადებების 13%-ში მითითებულია „სხვა ნიშანი“, განცხადებების 13%-ში კი დისკრიმინაციისგან დაცული საფუძველი არ გამოიკვეთა. წინა წელს თანასწორობის დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი პოლიტიკური ან სხვა შეხედულების (18%), რელიგიის (17%) და ეროვნული/ეთნიკური (14%) საფუძვლით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს ეხებოდა. ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო განცხადებების, რომელიც დაკავშირებული იყო სქესის (10%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან. სხვა ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ კი განმცხადებელთა 8% დავობდა. ამასთან, წინა საანგარიშო პერიოდში, მიმდინარესთან შედარებით, დაბალი იყო მომართვიანობა სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის (8%) და შეზღუდული შესაძლებლობის (7%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე, დაიწყო საინფორმაციო კამპანია – „თანასწორობა ჩვენ გარშემო“, რომლის ფარგლებშიც თანასწორობის თემაზე გავრცელდება ინფორმაციული ვიდეო–რგოლი; გაგრძელდება ფოტოკონკურსი; საკანონმდებლო ცვლილებების ლობირებისა და ადვოკატირების მიზნით, დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ადამიანის უფლებების კვირეულში გაიმართება ქუჩის აქცია“,-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)