|
2015-05-01 17:26:51, 390 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: პრეზიდენტმა იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრი იცვლებოდა
ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ ხადურის განცხადებით, პრეზიდენტმა იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრი იცვლებოდა. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუმარტა, პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა, კონსტიტუციით დადგენილი პროცედურების დაცვით, ვინმესთან შეთანხმების გარეშე ნებისმიერი მინისტრი შეცვალოს. თუმცა ხადურის თქმით, პრეზიდენტი ცვლილებების თაობაზე ინფორმირებული იყო. „ვისაც ევალება, რომ მთავრობის შემადგენლობა მოიფიქროს, ანუ პრემიერ-მინისტრს, მას უკვე მოფიქრებული აქვს მთავრობის შემადგენლობა. პრემიერმა წარუდგინა პრეზიდენტს იმისათვის, რათა მან კონსტიტუციით დადგენილი პროცედურები შეასრულოს და პარლამენტში წარადგინოს. რამდენადაც ვიცი, პარლამენტში იყო კონსესუსი იმის თაობაზე, რომ დღეს და ხვალ ემუშავათ. რამდენიმე მინისტრი გზიდან მობრუნდა, ვინც მიდიოდა იმისათვის, რათა კომიტეტებში უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრები ჰქონოდა. პრეზიდენტმა იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრი იცვლებოდა და პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა კონსტიტუციით დადგენილი პროცედურებით ნებისმიერი მინისტრი შეცვალოს და არავისთან ამის შეთანხმება არ სჭირდება. ითქვა, რომ პრეზიდენტი ცვლილებების შესახებ ინფორმირებული იყო“, - განაცხადა ხადურმა. კითხვაზე ელოდება თუ არა მთავრობის ამ შემადგენლობაში ცვლილებებს, ხადურის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ცალსახად აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა არ შეიცვლება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)