23:15 - 17 Apr, 2026
|
2017-10-17 17:05:40, 2136 ნახვა
მსოფლიო
სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ISIS-ი დაამარცხეს და ქალაქი რაქა გაათავისუფლეს
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხეს და ქალაქი რაქა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ISIS-ის დედაქალაქად აღიარებული ქალაქის ასაღებად, სირიის ძალები, 4 თვის განმავლობაში იბრძოდნენ. მედიის ცნობით, რაქას ტერორისტებისგან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება, მას შემდეგ რაც ტერიტორიას შესაძლო ბომბებისგან "გაწმენდენ". მიმდინარე წლის განმავლობაში ტერორისტულმა დაჯგუფებამ ერაყსა და სირიაში ტერიტორიების უმეტესი ნაწილი დაკარგა. ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფო" რაქაში 2014 წელს შეიჭრა, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი კონტროლი დაამყარა სირიასა და ერაყში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)