|
2017-10-17 16:17:57, 1858 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი შეხვედრები ორმხრივი ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დოლიძის განმარტებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია შესაძლებლობას იძლევა, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების დაფიქსირებას. "მოგეხსენებათ, რომ მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უმაღლესი დონის თავყრილობები, მათ შორის სახელმწიფო მეთაურების დონეზე. კონფერენციაზე 450-ზე მეტი ადამიანი იკრიბება ხოლმე და აქ, გვაქვს საშუალება აკადემიურ წრეებთან, ექსპერტებთან და სახელმწიფო მოღვაწეებთან საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები დავაფიქსიროთ. მნიშვნელოვან საკითხებში მოიაზრება ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ინტეგრაციული საკითხები. ამიტომ გვინდა, რომ გავაფართოვოთ ეს თანამშრომლობა ყველა შესაძლო მიმართულებით. როგორც გითხარით ეს შესაძლოა იყოს როგორც აკადემიური თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლობა ექსპერტებთან", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მინისტრმა ასევე ბათუმში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციასთან გაავლო პარალელი. "ბათუმის კონფერენცია უკვე ბრენდად იქცა. სწორედ ამის ფარგლებში გვსურვს კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლებთ მიუნხენის კონფერენციასთან და შესაძლოა, რაღაც ერთგვარ თანასპონსორობაზეც ვიფიქროთ. როგორც ამას მაგალითად, სლოვაკ მეგობრებთან ერთად ვაკეთებთ", - დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)