23:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 15:59:50, 2283 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: სანამ იქნება პოროშენკო კარგი არაფერი მოხდება - ის გადადგომაზე უნდა დაფიქრდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, უმაღლესი რადას შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართა და გადადგომა ურჩია.

როგორც სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, პოროშენკომ ხელისუფლების უზურპირება მოახდინა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, თუ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პრეზიდენტმა პოსტი უნდა დატოვოს.

"უკრაინაში ძალაუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის ხელშია და ეს ადამიანი პეტრო პოროშენკოა. ის უზურპატორია, რომელიც აკონტროლებს სასამართლოებს და იყენებს მათ სათავისოდ. ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო აღარ არსებობს. ამავე ადამიანმა უმაღლესი რადას უზურპირებაც მოახდინა და ყველაფერი რაც პარლამენტის შენობის კედლების მიღმა ხდება არის ჩვეულებრივი თამაში. უკრაინაში აღარ არსებობს პოლიტიკური პროცესები. კანონმდებლობაში გაწერილია, რომ მთავრობა ხალხის დაქირავებული ორგანოა, ახლა კი მას მხოლოდ ერთი უზურპატორი აკონტროლებს. გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები: ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და დეპუტატების იმუნიტეტის გაუქმებას. თუ დღის ბოლომდე ეს ადამიანები არ მიიღებენ ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ არც ერთ გადაწყვეტილებას, ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა მოთხოვნაზე, რომელიც იქნება ლოგიკური. სანამ პოროშენკო იქნება არ იქნება ბრძოლა კორუფციასთან, იქნება სიდუხჭირე, დამცირება, ემიგრაცია, უკრაინის პრესტიჟის დაცემა, ფულის მოპარვა. სანამ იქნება პოროშენკო კარგი არაფერი იქნება. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს და მოვითხოვოთ პეტრო პოროშენკოს გადადგომა. მას ჯერ კიდევ აქვს დრო, ეს არაა ულტიმატუმი, ეს ჩემი რჩევაა. პოროშენკოს აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს რადას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ არადა ჩვენ მივიღებთ ზომებს. არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. დავამარცხებთ პუტინს და დავამარცხებთ ბარიგებს", - მიმართა სააკაშვილმა უმაღლეს რადასთან შეკრებილ მოსახლეობას.

ცნობისთვის, კიევში, პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე 3.500 სამართალდამცველია მობილიზებული.

უკრაინის ლიდერი უმაღლეს რადასთან მიმდინარე პროცესებს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "აქციებს გაგებით ეკიდება". მანვე დასძინა, რომ მთავარია აქცია მშვიდობიან გარემოში წარიმართოს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics