23:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 15:16:13, 1883 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ФСБ: ზემო ლარსზე ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც დაქორწინების შემდეგ ქმრებს სირიაში აგზავნიდა

„ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ქალი დააკავეს, რომელიც ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ Rambler.news იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაკავებული ქალი, თაღლითია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას არალეგალურად გეგმავდა.

მედიის ცნობით, დაკავებული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

"ფე-ეს-ბე"-ს ინფორმაციით, ის ახალგაზრდებს ტერორისტულ საქმიანობაში ჩასართავად იბირებდა და მათ სირიაში გამგზავრებას უწყობდა ხელს. მათივე თქმით, დაკავებული ქალის მიერ გადაბირებულ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ.

„თავისი ასაკის მიუხედავად, ის სრულად დაეუფლა ინტერნეტ-მიმოწერისა და ფსიქოლოგიური მანიპულირების უნარებს. ცოლ-ქმრული ურთიერთობების დამყარების საბაბით ის ახალგაზრდა მამაკაცებს ექსტრემისტული ხასიათის რადიკალურ იდეებს აცნობდა. „თაფლობის თვის“ ნაცვლად ახლად შეუღლებულს სირიაში გამგზავრება და უკანონო შეიარაღებული ფორმირებებში გაწევრიანება ელოდა“, - აცხადებენ უწყებაში.

მესაზღვრეების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ დაკავებული ბოროტმოქმედის პირველი მეუღლე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების ზონაში მოკლეს.

„მეუღლის გარდაცვალების შემდეგ „პროფესიონალმა ქვრივმა“ გადაწყვიტა ჯიჰადი საკუთარი ცხოვრების მიზნად ექცია და ახალი სვერპლი ეპოვა, იმისათვის, რომ რელიგიური ფანატიკოსები აღეზარდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics