06:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 14:08:30, 1991 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად შევრიგდებით და ავაშენებთ ერთიან, ძლიერ საქართველოს

„დარწმუნებული ვარ, ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში განაცხადა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მათი სულები საქართველოს შერიგების რთული პროცესის გზაზე წარუძღვებიან.

 „ამ ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აფხაზურ მხარეს და ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ნეშტების გადმოსვენებაში დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის 135 უგზოუკვლოდ დაკარგულის ნეშტია აღმოჩენილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics