|
2017-10-16 18:59:34, 1988 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერად საფეხბურთო მატჩი გაიმართა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე ხუჯაძის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მისმა მეგობრებმა საფეხბურთო მატჩი გამართეს. თამაში ნოდარ ახალკაცის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ფრედ დასრულდა. "დღევანდელ თამაშში მეგობრობამ გაიმარჯვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობრები მიდგანან გვერდში და ასეთი მშვენიერი სანახაობა მოაწყვეს. ოჯახთან ერთად უპირველეს ძალას ჩემი მეგობრები მმატებენ და დარწმუნებული ვარ 21 ოქტომბერს მე და ჩემი გუნდი კახა კალაძის მეთაურობით დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ. ამის შემდეგ კი თბილისი ნამდვილად გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი", - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ხუჯაძემ. მეგობრულ მატჩს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილიც ესწრებოდა.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)