|
2017-10-16 15:38:12, 2009 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე იმსჯელეს
რომში, იტალიის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიაზე საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ გიორგი მარგველაშვილს კვირინალეს სასახლე დაათვალიერებინა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან მისი უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა. მან მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის, სადაც იტალია 2 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრეს. „შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველო-იტალიის თანამშრომლობის საკითხები უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები 2015 წლიდან თანამშრომლობენ ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმების ფორმატში, რაც ძირითადად მოიცავს ექსპერტთა შეხვედრებს და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით - ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, განაღმვის, სამხედრო პოლიციის და განათლების საკითხებს. გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების შესახებ. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლის მნიშვნელობა და გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. მხარეებმა იმსჯელეს ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის -TAP მნიშვნელობისა და ამ პროექტში საქართველოს როლის შესახებ. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის არსებული ისტორიული და საუკუნოვანი კავშირების გააქტიურებასა და განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. ამ თვალსაზრისით კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში, სადაც ძალიან მზარდი დინამიკა შეინიშნება“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)