21:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 14:29:18, 2091 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო მინისტრი: მსოფლიოში აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით,  მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატებისადმი ნდობა სულ უფრო მცირდება, - ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზარიფმა განმარტა, ნდობის შემცირების მიზეზი თეთრი სახლის მიერ საერთაშორისი  შეთანხმებების დარღვევაა.

"ეს ადმინისტრაცია ყველა შეთანხმებაზე უარს ამბობს. ზოგიერთი ამას ახლანდელი ადმინისტრაციის "გასვლის სტრატეგიას" უწოდებს. შტატები გადის ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან (NAFTA), ტრანსსასაზღვრო პარტნიორობიდან (TPP) და ახლა იუნესკოდანაც. ასე, რომ ხალხს უკვე უჭირს ენდოს აშშ-ის სიტყვებს. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ადმინისტრაცია იქნება, მსოფლიო ნდობას ქვეყნის მიმართ მაინც დაკარგავს. ამერიკა თვალს ხუჭავს არსებულ ურთიერთობაზე", - განაცხადა ზარიფმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან სავარაუდოდ გავა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ირანთან ბირთვული შეთანხმების დოკუმენტს გადახედავს. მოგვიანებით, ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ დონალდ ტრამპმი გააკრიტიკა. რუჰანის შეფასებით, ტრამპის განცხადება ბირთვული შეთანხმების გაუქმებასთან დაკავშირებით, "სისულელეა".

ცნობისთვის, ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით. აღნიშნული შეთანხმება ირანისთვის, ამერიკის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას გულისხმობს, თუმცა დონალდ ტრამპი, გარიგებიდან გასვლას გეგმავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics