11:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 09:45:19, 1982 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება

"ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება საზოგადოების ინტერესი, ვინ იქნება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. 

აღნიშნულ თანამდებობაზე ჩვენმა გუნდმა შეარჩია გიორგი ტყემალაძე.

გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში.

მჯერა, 21 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი  ხალხი კვლავ გამოუცხადებს ნდობას  "ქართულ ოცნებას", ჩვენს გუნდს და გააკეთებს არჩევანს ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ“,-აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics