|
2017-10-15 18:20:01, 1894 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება კონგოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, იქ არსებული საფრთხის გამო, ქვეყანაში დაბრუნდნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დაბრუნდნენ სამშობლოში. „ისინი იქ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშ არიან“,-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყება კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის ოჯახის წევრების აქციას გამოეხმაურა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იოსებ ოსორაულის მეამბოხეების ტყვეობაში ყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აამოქმედა ყველა მექანიზმი საქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად. მათივე ინფორმაციით, გრძელდება მუშაობა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივ რეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან. „იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, ვიდრე არ მოხდება ფაქტის შესაბამისი დადასტურება, პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებითი ფორმით საუბარი შეუძლებელია. ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის წევრების შეშფოთებას გაურკვეველი სიტუაციისგამო, თუმცა ვარწმუნებთ, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა ნაბიჯი იდგმება საბოლოო შედეგის მისაღწევად და ოჯახის წევრების ჩართვის არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს. როგორც აქამდე ხდებოდა, ოჯახი მომავალშიც სრულად იქნება ინფორმირებული სახელმწიფოს მიერ განხორცილებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)