|
2017-10-15 18:14:47, 1726 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: იოსებ ოსორაულთან დაკავშირებით საბოლოო შედეგის მისაღწევად, ყველა ნაბიჯი იდგმება
საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში ტყვედ აყვანილ ქართველ მფრინავ იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იოსებ ოსორაულის მეამბოხეების ტყვეობაში ყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აამოქმედა ყველა მექანიზმი საქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად. „ ამასთან, პირველივე დღეებიდან იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იყო ყველა ნაბიჯისშესახებ, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებების შესახებ ინფორმირებული იყო თავად ტყვეობაში მყოფი იოსებ ოსორაული, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში მადლობას უხდის სამინისტროს ყველა იმ ნაბიჯისთვის, რაც იდგმებოდა მის გასათავისუფლებლად. მას შემდეგაც, რაც, სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ, ასევე, მოპოვებული იქნა შესაბამისი ფოტომასალა (რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და ასევე, ნაჩვენები იქნა ოჯახის წარმომადგენლისთვის), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არც ერთი წუთით არ შეუჩერებია ქმედებები, რათა ინფორმაცია გადამოწმებულიყო, და შესაბამისად გადადგმულიყო შემდგომი ნაბიჯები. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, დღემდე ვერ ხერხდება სრულად ინფორმაციის დაზუსტება“,-აღნიშნულია განცხადებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აგრძელებენ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივრეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან. „იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, ვიდრე არ მოხდება ფაქტის შესაბამისი დადასტურება, პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებითი ფორმით საუბარი შეუძლებელია. ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის წევრების შეშფოთებას გაურკვეველი სიტუაციისგამო, თუმცა ვარწმუნებთ, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა ნაბიჯი იდგმება საბოლოო შედეგის მისაღწევად და ოჯახის წევრების ჩართვის არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს. როგორც აქამდე ხდებოდა, ოჯახი მომავალშიც სრულად იქნება ინფორმირებული სახელმწიფოს მიერ განხორცილებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)