02:56 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 12:42:38, 1999 ნახვა

მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ტრამპის სიტყვები ირანის შესახებ მხოლოდ შეურაცხყოფა და დიდი სისულელე იყო

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპმს აკრიტიკებს, - ამის შესახებ presstv იუწყება. 

რუჰანის შეფასებით, ტრამპის განცხადება ბირთვული შეტანხმების გაუქმებასთან დაკავშირებით, "სისულელეა".

"ტრამპის სიტყვები ირანის შესახებ მხოლოდ შეურაცხყოფა და დიდი სისულელე იყო", - განაცხადა როუჰანიმ.

ამასთან, რუჰანიმ ტრამპს ისტორიისა და გეოგრაფიის უფრო ღრმა შესწავლა ურჩია, "რათა კარგად ესმოდეს საერთაშორისო ვალდებულებები, გლობალური ეთიკა და კონვენციები".

"მან უკეთესად უნდა შეისწავლოს ისტორია და გაიგოს, ამდენი ხნის განმავლობაში, რას უკეთებდნენ ამერიკელები ირანელებს და როგორ ექცეოდნენ მათ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ",- განაცხადა ირანელმა ლიდერმა. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან სავარაუდოდ გავა.

ცნობისთვის, ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით. აღნიშნული შეთანხმება ირანისთვის, ამერიკის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას გულისხმობს, თუმცა დონალდ ტრამპი, გარიგებიდან გასვლას გეგმავს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics