11:09 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 21:13:31, 2228 ნახვა

პოლიტიკა
უილსონი: საქართველოს პრეზიდენტი ეფექტიანად ახმოვანებს ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეიმონ უილსონს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დეიმონ უილსონი საქართველოს დიდი მეგობარია, ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატა და იმუშავა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის.

 „ამ სულისკვეთებითა და ემოციით, მე მას გადავცემ უმაღლეს ჯილდოს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დეიმონ უილსონმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მისი საქმიანობის დაფასებისათვის და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდო, მისთვის გამოწვევაცაა.

"ჩემი კარიერის მანძილზე, მე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მე ვმუშაობდი თეთრ სახლში საქართველოსათვის ძალიან მძიმე დღეებში, როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები ბომბავდნენ ამ ქვეყანას და მე მქონდა გრძნობა, რომ არ დაგვისრულებია ჩვენი მუშაობა საქართველოსთან ალიანსის ჩამოყალიბებისა და ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.ატლანტიკურ საბჭოში მუშაობის პროცესში კვლავ ამ საქმის ერთგული ვრჩები. ჩემთვის პატივია ასეთი ჯილდოს მიღება ჩემი საქმიანობისათვის და დიდად მადლიერი ვარ ამისათვის, მაგრამ ეს ჯილდო, ჩემთვის გამოწვევაცაა, რომ ჩვენი ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია მუშაობა და მტკიცედ ვხედავთ საქართველოს, როგორც დასავლეთის ნაწილს ჩვენი ალიანსის ფარგლებში და მისი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით.

მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს მისი ხელმძღვანელობისათვის; ის სიმამაცით და ეფექტიანად ახმოვანებს საქართველოს პოზიციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ბევრს აკეთებს საქართველოს წარმოჩენისათვის, რითიც ძალიან ვამაყობთ", - აღნიშნა უილსონმა.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics