|
2017-10-13 13:36:17, 1975 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე: ვეტოს გაზიარების შემთხვევაში, ეს იქნება უარესზე უკეთესი დოკუმენტი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარების შემთხვევაში, ქვეყანა უარესზე უკეთეს დოკუმენტს მიიღებს. ამ განცხადებით დოლიძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, მდინარაძე დაინტერესდა, ვეტოს გაზიარების შემთხვევაში იტყოდა თუ არა, რომ საქართველოს კარგი კონსტიტუცია ექნება. დოლიძის განცხადებით, კონსტიტუცია პრეზიდენტს რომ დაეწერა, სულ სხვანაირი იქნებოდა. ანა დოლიძე ამბობს, რომ იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში არ შეიტანა, რადგან სურდა, კომპრომისული დოკუმენტი შემუშავებულიყო: „რა დოკუმენტი იქნება ჩვენს წინაშე, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ მოტივირებულ შენიშვნებს. რას დავარქმევთ მას. ეს იქნება უარესზე უკეთესი დოკუმენტი. ეს კონსტიტუცია პრეზიდენტს რომ დაეწერა, ის იქნებოდა სულ სხვანაირი კონსტიტუცია, ოპოზიციის მიერ 20 სექტემბერს შექმნილ დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო ბევრად მეტი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია იყო შეთანხმებული. მაგალითად, საკითხი, რომელიც არ არის მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, ეს არის დამოუკიდებელი სასამარრლო. დამოუკიდებელი სასამრთლო ვერ იქნება, თუ ჩვენ არ გვეყოლება უვადოდ დანიშნული მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში“,-აღნიშნა ანა დოლიძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)