|
2017-10-13 13:10:10, 2059 ნახვა
კომენტარი
ზარდიაშვილი: ამ ოპოზიციურმა პარტიებმა 2010 წელს მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუცია „გაუპრავეს“
მმართველი გუნდის წარმომადგენელის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, საუბარი, რომ ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთი პარტიის-„ქართული ოცნების“ მიერაა მხარდაჭერილი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ზარდიაშვილის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების სახით წარმოდგენილია 4 პარტია- სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს მწვანეთა პარტია, „ პოლიტიკური გაერთიანება - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". დეპუტატის თქმით, ისინიც იზიარებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებულ ვარიანტს და შესაბამისად, ახალი დოკუმენტს 5 პარტიის მხარდაჭერა აქვს: „ჩვენ გუშინ რაღაცნაირად მოვახერხეთ და გაღიარებინეთ, რომ 5 არ უდრის ერთს. დღეს ამ დარბაზში ზის მინიმუმ 5 პარტია. თქვენ გუშინ ხაზს უსვამდით პარტიების ისტორიას და დაარსების პერიოდს და გავიწყდებათ , რომ „მწვანეთა პარტია“ არის ერთ-ერთი ძველი პარტია, რომელსაც უკვე 25 წლიანი ისტორია აქვს საქართველოს პოლიტიკაში. ასევე მრეწველები და აღარ ჩამოვუყვები ამ საკითხს, როგორ არის, რომ 5 უდრის ერთს. რატომ აგრძელებთ პრინციპულად საზოგადოების მოტყუებას. რატომ ამბობთ, რომ არის ერთპარტიული, როდესაც 5 პარტიაა წარმოდგენილი ამ შემთხვევაში“,-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა და დასძინა, რომ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტი ახსენებს, 2010 წელს მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუცია „ გაუპრავეს“: „2010 წელს მიღებულ კონსტიტუციაში თითქმის ყველა მუხლს ჰქონდა თავისი თანამდებობის სახელები და გვარები, ვისთვის იღებდნენ ამ კონსტიტუციას. 2010 წელს გათამაშდა პუტინი- მედვედევის მმართველობის მოდელის გადმოღება საქართველოში, სადაც პრეზიდენტმა გადასცა პრემიერის ინსტიტუტს ძალაუფლება იმისთვის, რომ პრეზიდენტი გადასულიყო პრემიერად. ის პარტიები, რომლებიც ახლა მას თანხმობის დოკუმენტად აცხადებენ, გააპრავეს ეს კონსტიტუცია. 2010 წელს გაუპრავეს სააკაშვილს კონსტიტუცია. მართლა ფიქრობთ, რომ იმ 20 სუბიექტს აქვს რაიმე საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მაგალითად პაატა დავითაიას პარტიას ,ან ბაჩუკი ქარდავას პარტიას“,-მიმართა ვანო ზარდიაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს, რომელიც დეპუტატებს გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)