|
2017-10-13 13:09:28, 2117 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა
ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კონგრესმენებთან შეხვედრისას, განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, ის სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში. „ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკურ ვითარებაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, შესაბამისად, ყურადღება გამახვილდა იმ მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რომელიც გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კონგრესმენ დევიდ პრაისის განცხადებით, ქართულ დელეგაციასთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. „გვქონდა საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის შესახებ, ასევე, იმ შეხვედრების შესახებ, რომელსაც მინისტრი ქუმსიშვილი გამართავს ვაშინგტონში, როგორც ფინანსურ ინსტიტუტებთან, ისე საქართველოს მეგობარ კონგრესმენებთან რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიებიდან. ვფიქრობ, რომ საქართველოს ბევრი აქვს სასაუბრო, განსაკუთრებით, ეკონომიკის მიმართულებით. რა თქმა უნდა, არის სირთულეები თუმცა ქვეყანა უკეთესობისკენ ვითარდება. ეკონომიკური ზრდის ტემპი ჯანსაღია, კორუფციის ინდექსი საკმაოდ დაბალია. საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ქვეყნის მართვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ამერიკელი ხალხი აფასებს საქართველოს პროგრესს და ველით უფრო მეტ განვითარებას," - აღნიშნა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. (NS)
ნეპალსა და ტიბეტში წყალდიდობის შედეგად 900 ადამიანი დაკარგულად ითვლება მათ შორის 43 უკრაინელი და 4 რუსია
უკრაინაზე რუსეთის საჰაერო დარტყმის დროს ხუთი დრონი მოლდოვაში შეფრინდა
Bloomberg: ტრამპის განცხადებების მიუხედავად, აშშ-მ ვერ შეძლო ჰორმუზის სრუტიდან ნაღმებისგან სრულად გაწმენდა
WSJ: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვს ეწვია, რათა პუტინი ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის წინააღმდეგ გაეფრთხილებინა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)