11:15 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 12:50:04, 1871 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: ამ ვეტოს დაძლევით მმართველი გუნდი ვეტოს დაადებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას დაადებს ვეტოს.

„განხილვები და მსჯელობა გვაჩვენებს რომ  დღეს ეს პარლამენტი ხელიდან გაუშვებს ისტორიულ შანსს  ქვეყანაში შეგვექმნა კონსტიტუცია, რომელიც იქნებოდა  ეროვნული თანხმობის და კონსენსუსის დოკუმენტი.  როგორც ჩანს დღეს ისევ მივიღებთ ერთპარტიულ კონსტიტუციას, რითაც დღეს მმართველი გუნდი ფაქტიურად ამ ვეტოს დაძლევით ვეტოს დაადებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას კიდევ მინიმუმ 7 წლით“,-განაცხადა სამადაშვილმა

მან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მიმართა და  დაინტერესდა, რა ნაბიჯებს გადადგამს პრეზიდენტის დღევანდელი ვეტოს გადალახვის შემდგომ. 

„როდესაც მმართველი  გუნდი დაძლევს დღეს ვეტოს რა იქნება პრეზიდენტის პასუხი? რა იქნება მისი შემდგომი პასუხი“,-დასძინა სამადაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics