|
2017-10-13 12:45:07, 1956 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: „ოცნებაში“ შემავალი 5 პარტია რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი, ივანიშვილის 7 მილიარდის გარეშე კი, ნული
„აქ ჩვენ გვესმოდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთი კი არა, ხუთი პარტია ყოფილა. ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი, ივანიშვილის 7 მილიარდის გარეშე კი ნული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. „ვეთანხმები შეფასებას, რომ ეს არის საერთო სახალხო მოტივით მიღებული შენიშვნები, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოში არსებული ყველა პარტია, გარდა ერთადერთი პარტიისა. აქ ჩვენ გვესმოდა, რომ ერთი კი არა, ხუთი ყოფილან. მგონი დოჩანაშვილი ყველას გვაქვს წაკითხული, როცა ამბობს, რომ ერთ პლიუს ერთი, ყოველთვის არ არის ორი. წარმოვიდგინოთ, გზაზე მიდის მოქალაქე, რომელსაც ქვია სერვანტესი და გვერდით კიდე მიდის მეორე და მესამე მოქალაქე რომელსაც ქვია, მწვანეთა პარტია, მრეწველთა პარტია და მათი ლიდერი, იმ ერთს მიმატებული ერთი იქნება ორი ? ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი. ამიტომ, გეთანხმებით, რომ ამ შენიშვნების უკან დგას დანარჩენი ყველა. ეს ერთიც კი არ არის ერთი, რომ არა ბიძინა ივანიშვილის შვიდი მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული. ამიტომ, როდესაც აქ იყო საუბარი, რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს ის პარტიები, თქვენი მხარდაჭერის პროცენტი 7 მილიარდის გარეშე იქნება ნული“, - განაცხადა რომან გოცირიძე.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)