10:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 19:04:04, 2005 ნახვა

პოლიტიკა
ზარდიაშვილი დოლიძეს: საცოდაობით ვიწვები, როგორ უხერხულ მდგომარეობაში ხართ

მმართველი გუნდის წევრის  ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა  საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე „უაზრო მოტივირებული შენიშვნების გამო, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო“.

ამის შესახებ ზარდიაშვილმა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობა ანა დოლიძეს  შენიშვნებთან დაკავშირებით არგუმენტებს უწუნებს:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ანას, რომ მან აღიარა, რომ ეს არ არის ერთპარტიული მხარდაჭერა და არის ხუთპარტიული მხარდაჭერა, მან აღიარა, რომ პრეზიდენტი ვითომ კონსესუსის მომხრე, პირდაპირი მნიშვნელობით ატყუებდა საზოგადოებას და დიდი მადლობა ამისთვის, რომ აღიარეთ. ის პარტიები, რომლებმაც პუტინი-მედვედევის მმართველობა გადმოიღეს კონსტიტუციაში, კოპირება გააკეთეს მმართველობის რუსული მოდელის, ის პარტიები გვესაუბრებიან ჩვენ ნიშნის მოგებით და  ის პარტიები გიზით თქვენ ვითომ ე.წ. 20 პარტიაში, რომლებმაც ეს ჩვენს წინა პრეზიდენტს გაუპრავეს. დავიჯერო, ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის მაგ პარტიების მოსაზრება, ვიდრე ამ 5 პარტიის?! ქალბატონო ანა, გიყურებთ და საცოდაობით ვიწვები, როგორ უხერხულ მდგომარეობაში ხართ კვალიფიციური იურისტი პრეზიდენტის უაზრო მოტივირებული შენიშვნების გამო. მართლა თანაგიგრძნობთ, არ ვისურვებდი თქვენს ადგილას ყოფნას“,-აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics